ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა
ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების განახლებული მემორიალი გაიხსნა
13:29 26.09.2017
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული ქართველი მეომრების- I კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანაშვილის და უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად განახლებული მემორიალი გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაურმა, ბექა ამბროლაძემ და ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ პატივი მიაგეს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნას. ცერემონიალს ტაქტიკური დაჯგუფება „სპარტანის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სტივენ ფილიპსი, ასევე ჩეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციითვე, მემორიალის გახსნის შემდეგ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.


შეგახსენებთ, რომ IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის I კლასის რიგითი, ვასილ ყულჯანიშვილი, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში პატრულირებისას 2015 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა, ხოლო II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილის თვიდან ასრულებდა. ის მიმდინრე წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


ბეჭდვა