ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა
 ვაზიანში საარტილერიო საველე სწავლება დასრულდა
15:20 22.09.2017
ვაზიანის პოლიგონზე პირველი საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონის გეგმიური საველე სწავლება დასრულდა. სწავლების მიზანს ბატალიონის შტაბისა და ქვედანაყოფების კოორდინირებულ მუშაობაში უნარების დახვეწა წარმოადგენდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამკვირიანი წვრთნების განმავლობაში პირადი შემადგენლობა საბრძოლო გასროლებს BM21 ზალპური ცეცხლსასროლი სისტემებიდან აწარმოებდა. სამიზნე მანძილი კი 6 კილომეტრამდე მერყეობდა.


უწყების ინფორმაციითვე, დასკვნით ნაწილში ბატალიონში შემავალ ასეულებს სპეციალურად აღნიშნული სწავლებისთვის პირველი საარტილერიო ბრიგადის შემფასებელთა ჯგუფი აფასებდა. ჯგუფი სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო ბრძანების გაცემის, აღსრულების პროცესისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების დროს გამოვლენილი თვისებების მიხედვით აფასებს.

გეგმიური საველე სწავლება საბრძოლო სროლებით მომავალშიც იგეგმება.



ბეჭდვა