ახალქალაქში ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს
ახალქალაქში ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს
09:41 29.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფელ კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება.

"რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა. ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს"-აცხადებენ სამინისტროში.

ბეჭდვა