ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის წყლიდან
ამოღება 24 საათიანი სამუშაოების შემდეგ დღეს დილით მოხერხდა.
საფრენი აპარატი ამ დროითვის უკვე ხმელეთზეა და მას ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ.
ვერტმფრენი საწვავის მარაგისგან და ტრანსპორტირებისთვის არასაჭირო სხვა დეტალებისგან გათავისუფლდა.
მას თბილისში ჩამოიტანენ, რის შემდეგაც ექსპერტიზა ჩაუტარდება და ჩამოვარდნის მიზეზები დადგინდება.
ჯერჯერობით უცნობია აგრეთვე ზარალის ოდენობა.
ვერტმფრენის ეკოპაჟის წევრებმა სამკურნალო დაწესებულება წუხელ დაგტოვეს. ისინი მომხდართან დაკავშირებით ჩვენებას მისცემენ.
