აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მეხანძრე-მაშველებს 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი გადასცა
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მეხანძრე-მაშველებს  500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი გადასცა
16:58 26.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.

ელიზაბეტ რუდმა აღფრთოვანება გამოხატა ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველების პროფესიონალური მუშაობის გამო: „ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართველი მეხანძრეების თავდადებით. ისინი ნამდვილად გმირულად მუშაობენ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩასაქრობად. ჩვენ ვიცით, რამდენად უნიკალური და მნიშვნელოვანია ბორჯომის ეროვნული პარკი”, - აღნიშნა მან.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს სახელით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებს, მხარდაჭერის სახით, 500 წყვილი სახანძრო-სამაშველო ფეხსაცმელი საჩუქრად გადასცა.

ბეჭდვა