ბოკერია დღეს სუს-ში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს
 ბოკერია დღეს სუს-ში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს
15:01 25.08.2017
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგია ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

ბოკერია სუს-ში დღეს უნდა გამოცხადდეს .

გამოძიებას შეკითხვები ბოკერიასთან, სავარაუდოდ, 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით აძღრულ სისხლის სამართლის საქმეზე ექნება. ამ თემაზე გიგა ბოკერიას 2015 წლის 31 დეკემბერს ჩვენება უკვე აქვს მიცემული.

„დღეს დილით დამიკავშირდნენ. როგორც სატელეფონი საუბრიდან მივხვდი, საქმე ეხებოდა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ აღძრულ საქმეს. ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური დავალებაა“ -განაცხადა გიგა ბოკერიამ „რუსთავი 2“ -თან საუბრისას.



ბეჭდვა