სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა
სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული სიგარეტი შემოჰქონდა
14:26 25.08.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 2400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
სომხეთის მოქალაქეს არადეკლარირებული ტვირთი კუთვნილ ავტომანაქანაში მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.







ბეჭდვა