ნიკა გვარამია შესაძლოა ბრალდებულად სცნონ
ნიკა გვარამია შესაძლოა ბრალდებულად სცნონ
14:20 25.08.2017
ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
ის სუს-ში დღეს, 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

„საქმე ეხება 2015 წელს 315-ე მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შესახებ. ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე. რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით მოხდა ასე, ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც მითხრეს, არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები რაც უცნაურია, რადგან მოწმეს, საქმის მასალებს, როგორც წესი არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბარში.

საქმე, რომელზეც ნიკა გვარამია დაიბარეს, 2015 წელს უკრაინულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, მიხეილ სააკაშვილისა და გვარამიას სავარაუდო საუბრის ჩანაწერს ეხება. ჩანაწერთან დაკავშირებით საქმე სახელმწიფოს გადატრიალების მოწყობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.



ბეჭდვა