ქვემო ქართლში მამაკაცის წამების და სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა
ქვემო ქართლში მამაკაცის წამების და სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა
15:27 24.08.2017
გაჩიანში ახალგაზრდა მამაკაცის წამებისა და სავარაუდო გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 144-ე მუხლის პრიმა მუხლითაა აღძრული.

რაც შეეხება გაუპატიურების ფაქტს, სათანადო ექსპერტიზის პასუხებამდე უწყებაში მას არ ადასტურებენ.

სამინისტრო ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია რამდენიმე პირი, ხოლო დანაშაულშიო მონაწილე სხვა პირები იდენტიფიცირებულია.

ბეჭდვა