დუშეთში ვერტმფრენის დახმარებით ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს
დუშეთში ვერტმფრენის დახმარებით ხანძრის კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს
14:34 24.08.2017
ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თვალივში, სადაც გუშინ ხანზარი გაჩნდა, დღეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.
ხანძრის ლოკალიზება მაშველებმა წუხელვე შეძლეს.
დღეს, გამთენიიდან განახლდა სამაშველო საქმიანობა. ბუნებრივი პირობების ხელშეწყობით სამუშაოები ეფექტიანად წარიმართა. პროცესში ჩაერთო MI 8T ტიპის ვერტმფრენი, რომლის საშუალებითაც ლოკალიზებულ კერებზე ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს. არსებული მონაცემებით დამწვარი მიწის ფართობი 1.8 ჰექტარს შეადგენს, რაც 23 აგვისტოს მაჩვენებლის იდენტურია.
ადგილზე რჩება ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლების სოლიდური რაოდენობა, დაახლოებით 90 ადამიანი, რომლებიც დღის მეორე ნახევარში უკვე დასკვნით ზომებს მიიღებენ. განხორციელდება მიწის სამუშაოები, რომლითაც მოხდება სტიქიის სრული ლიკვიდაცია.

ბეჭდვა