საბაჟო გამშვებ პუნქტებში „მტკვარი“ და ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი აზერბაიჯანისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, ჯ.მ.-ს, კ.კ.-სა და ს.ჰ.-ს კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერებისას, სანადირო თოფის დატენილი ჰილზები (ჯამში 20 ც.გილზა), 2 ცალი პნევმატული იარაღი, მჭიდი და ვაზნები (ჯამში 6 ც) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
