საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი აზერბაიჯანის მოქალაქის, შ.ო.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 114.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6,504.38 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6,504.38 ლარის ოდენობით შეეფარდა.
