შსს: ამ ეტაპზე ბორჯომში ცეცხლის ჩასაქრობად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და 3 ვერტმფრენი მუშაობს
 შსს: ამ ეტაპზე ბორჯომში ცეცხლის ჩასაქრობად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი და 3 ვერტმფრენი მუშაობს
13:38 22.08.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდირებისთვის ამ დროისთვის კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები არიან მობილიზებული.

ამასთან დაკავშირებით განცხადებას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ცეცხლის ჩაქრობის პროცესში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი მონაწილეობს.

„ამ დროისთვის, შსს-ს დანაყოფები მობილიზებული არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი“- ნათქვამია განცხადებაში.



ბეჭდვა