ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 970 ფაქტი გამოვლინდა
 ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 970 ფაქტი გამოვლინდა
10:57 22.08.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო სამართალდარღვევის 970 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 2659 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 80 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 71 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 819 ფაქტი.



ბეჭდვა