ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება
09:45 22.08.2017
ბორჯომში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.
სტიქიის ადგილზე ამ დროისთვის 500-მდე მაშველი იმყოფება. ცეცხლის ჩასაქრობად მუშაობს ასევე ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტფრენი.
ბორჯომში ამ დრომდე იმყოფებიან საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.
ხანძართან დაკავშირებით ადგილზე შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.


ბეჭდვა