საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 239.27 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ, სგპ ლაგოდეხში 63.09 გრამი არადეკლარირებული საქონელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, მ..ჩ-ს ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,840.24 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4,840.24 ლარის ოდენობით შეეფარდა.
არადეკლარირებული საქონელი, 176.18 გრამი ოქროს ნივთები, სგპ ყაზბეგში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, დ.ი.-ს ხელბარგშიც აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10,042.18 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, პირს ფულადი ჯარიმა 10,042.18 ლარის ოდენობით შეეფარდა.
