საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, ა.ჰ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ პალადიუმი, სხმულის სახით (საერთო წონა 65.83) აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 5,171.24 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5,171.24 ლარის ოდენობით შეეფარდა.
