დიღომში ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაიწვა
დიღომში ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაიწვა
13:17 21.08.2017
დიღომში 169-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაჩნდა.
ხანძარმა სულ 5 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დააზიანა.
„რომ გავიხედე მიმდებარე ტერიტორიას ბოლი ასდიოდა და გამოვიძახე სახანძრო. თავიდან ცოტა იყო, მერე ქარი რომ ამოვარდა, გავრცელდა. საიდან გაჩნდა არ ვიცი“- განაცხადა სკოლის თანამშრომელმა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.

ბეჭდვა