ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრობის ტერიტორიაზე დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო.
ხანძარი ისნის ბაზრობაზე გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის ლიკვიდაციას 20-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 100-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
არსებული ინფორმაციით დამწვარია1000 კვ.მ-ზე მეტი ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
