გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო თანხების დახარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები
გიორგი სიგუა: საგამოძიებო სამსახურს სახელმწიფო თანხების დახარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები
15:18 18.08.2017
„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცახდებით, საგამოძიებო სამსახურის კითხვები ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებს და მისი მიმდინარეობის პროცესს ეხებოდა.
ამის შესახებ სიგუამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
„მე დამისვეს კითხვები ყველაფერ იმაზე, რაც ეხებოდა ფესტივალის ორგანიზებას, მათ შორის იმაზე თუ სახელმწიფო თანხებიდან რა, სად, რამდენი დაიხარჯა. გავეცი პასუხი, რომ ამ თანხებზე ჩვენ წვდომა არ გვქონია და არ მიგვიღია სახელმწიფოს თანხები. კითხვები იყო, ვინ როგორ შეარჩია არტისტი. ანუ ყველაფერი იმაზე, რომელიც დაკავშირებული არის ფესტივალის ორგანიზებასთან და მიმდინარეობასთან. პროცესი არ დასრულებული, კიდევ ექნებათ კითხვები, ჯერ-ჯერობით რაც მკითხეს, ეგ გითხარით“- განაცხადა სიგუამ.


ბეჭდვა