სამოქალაქო აქტივისტისა და თავისუფალი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, კანონით,
ადვოკატთან ერთად პროკურატურაში გამოსაცხადებლად მას ხუთდღიანი ვადა აქვს.
მისივე თქმით, ის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში უფლებადამცველთან ერთად სავარაუდოდ, ხვალ მივა.
„აღმოჩნდა, რომ ვადა მაქვს ხუთი დღე და არა ის ორი დღე, რაც პროკურატურაში განმიცხადეს. კანონით 5 დღიანი ვადა მაქვს, რომ ადვოკატთან ერთად გამოვცხადდე. ადვოკატთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას. სავარაუდოდ, დღეს ადვოკატთან ერთად გამოვცხადდები და ვეტყვი, რომ მაქვს 5 დღიანი ვადა, ადვოკატთან ერთად გამოსაცხადებლად და ამ 5 დღეში მივალ, სავარაუდოდ, ხვალ. მეც და ჩემმა ახლობლებმაც შევნიშნეთ, რომ ერთიდაიგივე მანქანა იდგა ჩემი ფანჯრების წინ და საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი იქიდან იყურებოდა მთელი დღის განმავლობაში. როდესაც გაიარეს და შეხედეს, ის შეეცადა სახის დამალვას“- განაცხადა მეარაყიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან საუბრისას.
მეარაყიშვილი ორი დღის წინ დე-ფაქტო ხელისუფლების მილიციამ დააკავა. გუშინ კი ჟურნალისტი გათავისუფლეს.
