შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
10:49 18.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ვ.მ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 769 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა