საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება
გამოთქვა.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა პირმა განცხადება გაავრცელა.
„შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებტ, რომ ტერაქტი ბარსელონაში გუშინ მოხდა. შემთხვევიას 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
