საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
სომხეთის მოქალაქის, ჰ.ბ.-ს ხელბარგის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 5,687.18 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 13,648.77 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 13,648.77 ლარის ოდენობით შეეფარდა.
