სამხრეთ ოსეთის პოლიციის მიერ დაკავებული ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი
გაათავისუფლეს.
დე-ფაქტო ხელისუფლება მეარაყიშვილს ბრალს ცილისწამებაში დებს.
როგორც ჟურნალისტის ქალიშვილი აცხადებს, დაკავებას რამდენიმე პოლიციელი და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
მისივე თქმით, მეარაყიშვილი ახლა ადვოკატს ეძებს, რომელთან ერთადაც ის საოკუპაციო რეჯიმის პროკურატურაში ხვალ უნდა გამოცხადდეს.
„გვიან მოვიდნენ დედასთან ერთად, ჩაატარეს ჩხრეკა. ორი მეზობელი ესწრებოდა. ორი მილიციელი იყო იქიდან და ასევე პროკურატურიდან და ჩვენ ვიყავით ოჯახის წევრები. არაფერი წარუდგენიათ, ძლაინ აგრესიულად, დამცინავად იქნცეოდნენ, გვიყვიროდნენ. მე ცუდად გავხდი ძალაინ, სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა. დედას დასდეს ბრალი ცილისწამებაში და ეძებდნენ ნივთმტკიცებებს და წიგნებს ათვალიერებდნენ. ხვალ უნდა მივიდეს ადვოკატთან ერთად. როგორც ამბობდნენ გუშინ, ყველაფერი ახლა იწყებაო“- განაცხადა ჟურნალისტის შვილმა, ანანო ზოზიროვამ.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეარაყიშვილი დე-ფაქტო ხელისუფლების მილიციამ გუშინ დააკავა. ამ დრომდე მისი ადგილსამყოველი უცნობი იყო.
დაკავებისას მეარაყიშვილმა მოახერხა ხმის ჩაწერა.
როგორც ამ აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, სამართალდამცველები მას ყოველგვარი ორდერის გარეშე აკავებენ.
„ის მეუბნება, რომ სწორედ ახლა მაკავებს და ვეკითხები მას რატომ. იქ ამიხსნით? არავითარი დოკუმეტი არ აქვს, მეუბენება, რომ ყველა დოკუმენტი, იქ ადგილზე დამხვდება. პროკურატურის თანამშრომელი ალან ბიაზოვი მაკავებს. არ მყავს ადვოკატი და არც არავინ იწუხებს თავს განმიმარტოს თუ რა ხდება ჩემ თავს, ამიტომ მინდა რომ ეს ახლავე გაავრცელოთ“- ნათქვამია აუდიო ჩანაწერში.
