ბათუმში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
 ბათუმში აფეთქებისას დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
10:10 17.08.2017
ბათუმში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთი თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
შემთხვევის შედეგად მეორე დაზარალებული კი ამ დრომდე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში ბათუმის საავადმყოფოში რჩება.
„მდგომარეობა შემოსვლისას შეიძლება ჩავთვალოთ სტაბილურად მძიმედ. პაციენტი იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. სახეზეა დამწვრობითი შოკის ნიშნები, არის სხეულის თერმული დამწვრობა 30%-მდე, ძირითადად მეორე მესამე ხარისხის დაზიანებით არის წარმოდგენილი სიტუაცია. დამუშავდა, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაიწყო სპეციალიზირებული მკურნალობა “ - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ექიმმა ზურაბ თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თხევადი გაზის გასამართი სადგური ბათუმში გუშინ აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ორი მათგანი სრულიად დაინგრა.


ბეჭდვა