პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
19:28 16.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ფ.გ. გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლი ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

ბეჭდვა