ს.გ.პ. „სადახლოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
 ს.გ.პ. „სადახლოზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
14:16 16.08.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი რუსეთის მოქალაქის, ა.ა-ს კუთვნილი ვტომანქანის დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 54.48 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,227.51 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 3,227.51 ლარის ოდენობით.



ბეჭდვა