ს.გ.პ. „სადახლოზე“ 4600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
 ს.გ.პ. „სადახლოზე“ 4600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
14:54 16.08.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ 4600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქონელი სომხეთის მოქალაქის, კ.ვ-ს კუთვნილ ბარგში აღმოაჩინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი დ ა შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.




ბეჭდვა