დღეიდან ხმაური და ღამით პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი ხდება
დღეიდან ხმაური და ღამით პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი ხდება
15:24 15.08.2017
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება დღეიდან დაისჯება.
კოდექსში შესული ცვლილებებით ახალი ნორმები და ჯარიმების რაოდებობა განისაზღვრა.

ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაჯარიმების უფლება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეეძლებათ, რომლებიც დეციბელების საზომი სპეციალური აპარატებით იქნებიან აღჭურვილნი.
ამ კანონის დარღვევის პირველ შემთხვევაში იქნება გაფრთხილება. განმეორებისას ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 150 ლარი იქნება, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება. მომდევნო შემთხვევებში ჯარიმები გაორმაგდება.

ბეჭდვა