ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე რუსთავში ერთი პირი დააკავეს
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე რუსთავში ერთი პირი დააკავეს
10:40 15.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ე.ი. რუსთავში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, 294 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარებს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.



ბეჭდვა