შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო ტექნიკური კურსი გაიარეს
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო ტექნიკური კურსი გაიარეს
10:38 15.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 15-მა თანამშრომელმა „მაღალი მთის სამთო ტექნიკური კურსი“ გაიარა. სწავლების დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ორგანიზებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მაღალ მთაზე გადაადგილების ხერხები, დაბრკოლების გადალახვის ტექნიკა, დაზარალებულის დახმარება და ევაკუაციის საკითხები შეისწავლეს.

სასწავლო კურსის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების კვალიფიკაციისა და მომზადების დონის ამაღლება.


ბეჭდვა