საქართველო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუდიო ჩანაწერი სააკაშვილის
ირგვლივ არსებული უხერხული მდგომარეობის გადასაფარად იქნა გავრცელებული.ამის შესახებ ვოლსკიმ უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილისა და რუსი პრანკერების სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა,
„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც სააკაშვილი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული, მოიძებნება ასეთივე მოდელირებული ქრონიკა, ჩანაწერი ან რაიმე სხვა თემა რომელზეც ყურადღების გადატანას შეეცდებიან. ეს არის მოსალოდნელი და რასაკვირველია ამ გადაფარვის საშუალება, წინაპირობა არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აუდიო ჩანაწერი, რომელიც უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელდა და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას ეხება, შესაძლოა გიორგი მღებრიშვილისა და რუსი პრანკერის სატელეფონო საუბარს წარმოადგენდეს.
