საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ ბათუმის აეროპორტი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების
სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, თელავივი-ბათუმის რეისის მგზავრის, ისრაელის მოქალაქის ვ.ვ.დ.-სა და ლონდონი-ქუთაისის რეისის მგზავრის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ფ.ა.-ს ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, მათ შორის: კო-კოდამოლი, ასივატი, სტილნოქსი, ტრამადექსი (124 აბი) აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
