თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა,
სასამართლომ არ დააკმაყოფილია სარჩელი და სავარაუდოდ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 4 ივლისისთვის დაიწყება.
საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის გადანაწილდება.
