შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია ეხმაურება
რიგი საიტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„გუშინ ამაზე გავაკეთე კომენტარი, თუმცა მავანნი ისევ გავრცელებულ ჭორს არიან აყოლილნი...
ძალიან მოკლედ ვიტყვი: შს მინისტრი თავს ძალიან კარგად გრძნობს და მოცემული მომენტისთვის მნიშვნელოვან შეხვედრას მართავს სამინისტროში“-წერს პერტაია სოციალურ ქსელში.
