ს.გ.პ. „კარწახში“ ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს
 ს.გ.პ. „კარწახში“ ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები აღმოაჩინეს
13:10 14.08.2017
საბაჟო გამშვებ პუნქტში „კარწახი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოში შემომავალი თურქეთის მოქალაქის, ბ.კ-ს კუთვნილი ბარგის სკანერით დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები (30 ცალი) აღმოაჩინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.




ბეჭდვა