ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ადამიანის ცხედარი
იპოვეს, რომელიც შესაძლებელია გაუჩინარებული ქართველი ახალგაზრდა, 22 წლის ნიკა ბეგაძე იყოს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბეგაძე ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარდა.
ამ ხნის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა ჩანჩქერში და მდინარეში, ასევე მდინარის სანაპიროზე.
