ქუთაისში „ქარვასლის“ დაცვის თანამშრომელი სცემეს
ქუთაისში „ქარვასლის“ დაცვის თანამშრომელი სცემეს
10:50 11.08.2017
ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ობიექტის დაცვის თანამშრომელი სცემეს.
როგორც ფაქტის თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევაში ეჭვმიტანილები მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც დაცვის თანამშრომელმა მათ ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვაში ხელი შეუშალა.
მამაკაცი, რომელსაც ფეხი აქვს დაზიანებული, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ინციდენტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღიძრა.

ბეჭდვა