ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
13:15 10.08.2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და

გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს - 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.ლ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის ფაქტს გულისხმობს.

 

ბეჭდვა