შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
 შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
10:13 10.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1938 წელს დაბადებული ი.დ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მაკაროვის კონსტრუქციის 2 პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა