ე.წ. მესაზღვრეებმა წალენჯიხაში მამაკაცი გაიტაცეს
16:15 09.08.2017
წალენჯიხაში, სოფელ პალურში რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს.
უტა სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დააკავეს.
გატაცებულ მამაკაცს ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.