საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. ჯამში 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი სომხეთის მოქალაქეების მ.კ-სა და ს.ბ-ს შესაბამისად, მანქანაში მოწყობილ სამალავსა და ხელბარგში იპოვეს.
საქართველოს საგდასახადო კოდექსის 289_ე მუხლის მე_14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ჩამოერთვა საქონლი.
