ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა
ერთ კვირაში საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა
12:42 09.08.2017
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7609 გადამხდელი. სემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 97 ფაქტი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 84 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 795 ფაქტი.

ბეჭდვა