საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა” და „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 317.39 გრამი ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს.
კერძოდ, სგპ „ნინოწმინდაში“ 232.13 გრამი არადეკლარირებული საქონელი სომხეთიდან შემომავალი საქართველოს მოქალაქის, მ.ს.-ს ბარგის დათვალიერებისას გამოვლინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14,070.40 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 14 070, 40 ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო 8 აგვისტოს, არადეკლარირებული საქონელი, 85.26 გრამი ოქროს ნივთები, სგპ „ყაზბეგში“, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, შ.ტ.-ს ხელბარგში აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4063.34 ლარი შეადგინა. შესაბამისად, მოქალაქეს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4063.34 ლარის ოდენობით.
