ახალციხეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
10:50 09.08.2017
სატვირთო ავტომობილისა და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის რაიონის სოფელ ჭაჭარაქთან 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი, რომელიც Volkswagen Golf-ს მართავდა პოლიციის თანამშრომელი იყო.
სატვირთოს მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.


ბეჭდვა