ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
ხელვაჩაურში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
13:45 07.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნ.ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა 1983 წელს დაბადებული რ.ზ., რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ლ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ტაქსით გადაადგილებისას დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართვველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს .

ბეჭდვა