ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა იგეგმება, რომელიც ამ საქმეში
ბრალდებულია.
დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელი დაკითხვით მამა გორგი მამალაძისგან მიღებული ინფორმაცია სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„დავკითხავთ თვითონ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, რომლის მიწოდებული ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს სასამართლოსთვის. რა სახის დეტალურ ჩვენებას მისცემს წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მის ჩვენებაა, რომელიც ფაქტებიდან, არგუმენტებიდან და რეალობიდან იქნება გამომდინარე, მოსამართლე გაიზიარებს“- განაცადა გიორგი ფანცულაიამ.
