გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
  გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
09:56 04.08.2017
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შს მინისტრს, რამილ იდრის ოგლი უსუბოვს შეხვდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ქართველმა და აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.


ბეჭდვა