შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავა
09:53 04.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტრამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 360 აბი და 79 ნატეხი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტს გულისხმობს.

ბეჭდვა